ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან გარდაცვალებამდე სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, გამოკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიმდინარეობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე. ჩუბინიძემ გარდაცვალებამდე ჩაწერა ინტერვიუ ჯორბენაძესთან, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჟის ტერიტორიები აზერბაიჯანს საიდუმლოდ ხელმოწერილი დოკუმენტით გადასცა.

ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან გარდაცვალებამდე სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, გამოკითხვაზე დაიბარეს
ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან გარდაცვალებამდე სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, გამოკითხვაზე დაიბარესალია

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიმდინარეობს, ლაზარდ ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე.

ჩუბინიძე არის ის ჟურნალისტი, რომელსაც გარდაცვალებამდე ლაზარე ჯორბენაძემ სკანდალური ინტერვიუ მისცა და უთხრა, რომ ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჟის ტერიტორიები აზერბაიჯანს საიდუმლოდ ხელმოწერილი დოკუმენტით გადასცა.

გამომძიებელი, ქალბატონი თამარ ხიჯაკაძე ჩემ სახლში იყო მოსული იმიტომ, რომ მაგისტრმა მოსარჩლემ მოითხოვა წერილობითი ოქმის შედგენა, ზეპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება მან არ ისურვა. როგორც განმიმარტეს, მეგობარმა იურისტებმა, მას ჰქონდა ამის უფლება. თამარ ხიჯაკაძე, რომელსაც ვუდასტურებ დიდ პატივისცემას, ჩემთან იყო ოჯახში მოსული, შევადგინეთ წერილობითი ოქმი. ახალი წასული იყო და დამირეკა, ბატონო დიტო, 17:30 საათზე გამოკითხვა ჩაინიშნაო. სასამართლოს ვეტყვი სიმართლეს. დამთავრდება და მერე გეტყვით”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.