სასამართლოში ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილისა და სხვა პირთა განცხადებების საფუძველზე, შსს გამოძიებას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი პირი უკვე გამოიკითხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება.
ის ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით უპასუხებს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
ასევე, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
ციტატები სტატიიდან
„რა გახდა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.