საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიში განიხილებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიში.
გამოსვლისას ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, იუჯი ივასავას, წლიური ანგარიშის წარდგენისთვის და ისაუბრა სასამართლოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, დავების მშვიდობიან გადაწყვეტასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებაში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…