ვალუტის კურსი – რა ეღირება ლარი ხვალ?
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გაუფასურდა: 30 ოქტომბრიდან 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5959 ლარი, ხოლო ევროსი 2.8934 ლარი იქნება.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5957 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8934 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8875 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 ოქტომბერს შევა ძალაში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…