“მამა პოტენციურ მოძალადეს ზრდის და უხარია!” – ნინო სტურუა
ჟურნალისტი ნინო სტურუა აცხადებს, რომ სტადიონზე ბიჭის მიერ ლეკვის წამებისას მამა შვილს ამხნევებდა და ამით პოტენციურ მოძალადეს ზრდის, ასევე აკრიტიკებს საბავშვო რეპერტუარს.

ჟურნალისტი, ნინო სტურუა:
9-10 წლუს ბიჭი ლეკვს აბურთავებს სტადიონზე და მამას ისე უხარია, დუჟმორეული ამხნევებს და ვიდეოს უღებს
პოტენციურ მოძალადეს ზრდის და უხარია!!!
“ბასტი-ბუბუზე” გადავურთე ტასოს და 6-7 წლის ფუნჩულა გოგოები მღერიან
“hit me baby one more time…” -ო
და აი ამაში ფულს იხდიან მშობლები!!!
(ვიცი რომ ერთ დროს ჰიტი იყო, ვიცი! მაგრამ 6 წლის გოგოს პირიდან ნაკლებად, რავიცი…
ხოდა, ვინც არ ფიქრობს, რომ პოლიტიკაც და მომავალიც მეტწილად აქიდანა-ც! იწყება, ვიჯდეთ ბატონო ამ წუმპეში.
ყროლის სუნიც აღარ შეგვაწუხებს მალე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…