ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ წინა ხელისუფლების პერიოდში ექვს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების თაღლითურად ჩამორთმევაში ადანაშაულებს
მანუჩარ მაჩაიძე და მისი ადვოკატები „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების თაღლითურად ჩამორთმევაში ადანაშაულებენ და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ.

ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე და მისი უფლებადამცველები ნავთობკომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ ექვს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების თაღლითურად ჩამორთმევაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, საქმე ეხება 2009-2010 წლებში წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ სქემას, როდესაც, უფლებადამცველების თქმით, იძულებისა და შანტაჟის გზით, მანუჩარ მაჩაიძეს ლილოში მდებარე რკინა-ბეტონის ქარხანა და რკინიგზის ჩიხი ჩამოართვეს.
„ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. მზად ვართ, რომ გამოძიებას კონკრეტული სახელი და გვარები დავუსახელოთ, ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებაში და როგორ დაეუფლნენ უკანონოდ ბატონი მანუჩარის ქონებას“, - აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით „ქრონიკა“ დაუკავშირდა „სოკარს“, თუმცა კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.
ციტატები სტატიიდან
„ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. მზად ვართ, რომ გამოძიებას კონკრეტული სახელი და გვარები დავუსახელოთ, ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებაში და როგორ დაეუფლნენ უკანონოდ ბატონი მანუჩარის ქონებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…