უკრაინის ეროვნული ბანკი: უკრაინის ეკონომიკა 2026 წელს 0,4%-ით შემცირდება
უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ანდრეი პიშნის განცხადებით, უკრაინის ეკონომიკა 2026 წელს 0,4%-ით შემცირდება, რაც რუსეთის გააქტიურებულ თავდასხმებსა და ლოგისტიკის ბლოკადას უკავშირდება.

უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ანდრეი პიშნის განცხადებით, უკრაინის ეკონომიკა მიმდინარე წელს 0,4%-ით შემცირდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მრეწველობის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში დინამიკა გაუარესდა. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის რეალური მშპ-ის დინამიკის პროგნოზს გადახედა, 0,4%-მდე შემცირების თვალსაზრისით“, - განაცხადა პიშნიმ.
როგორც პიშნიმ აღნიშნა, მხოლოდ რუსეთის თავდასხმების ინტენსიფიკაციამ მშპ 1,9 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უკრაინის ეკონომიკა 0,5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამგვარი დინამიკა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო რუსეთის მიერ საზღვაო პორტების ბლოკადით და საწარმოებსა და ლოგისტიკურ ობიექტებზე თავდასხმით. ყველაზე დიდი ზარალი მიადგა მეტალურგიულ და სამთომოპოვებით საწარმოებს.
„ნგრევის შედეგების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის ნელ აღდგენას 2027-2028 წლებში. ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას უზრუნველყოფს, კერძოდ, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები სამხედრო მრეწველობაში, Ukraine Support Loan-ის ხარჯზე შეიარაღების ლოკალიზება და წარმოება და კრიტიკული ინფრასტურქტურის აღდგენის პროექტები“, - აღნიშნა პიშნიმ.
ციტატები სტატიიდან
„მრეწველობის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში დინამიკა გაუარესდა. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის რეალური მშპ-ის დინამიკის პროგნოზს გადახედა, 0,4%-მდე შემცირების თვალსაზრისით“
„ნგრევის შედეგების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის ნელ აღდგენას 2027-2028 წლებში. ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას უზრუნველყოფს, კერძოდ, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები სამხედრო მრეწველობაში, Ukraine Support Loan-ის ხარჯზე შეიარაღების ლოკალიზება და წარმოება და კრიტიკული ინფრასტურქტურის აღდგენის პროექტები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…