„აზიმუტის“ Superjet-მა სომხეთის ცაზე განგაშის სიგნალი ჩართო
ავიაკომპანია „აზიმუტის“ Superjet-მა სომხეთის ცაზე საგანგებო სიტუაციის სიგნალი გასცა და ერევნის აეროპორტში ტექნიკური გაუმართაობის გამო დაეშვა, იუწყება მედია.

რუსული მედიისა და ტელეგრამ არხების ცნობით, ავიაკომპანია „აზიმუტის“ Superjet-მა სომხეთის ცაზე განგაშის სიგნალი ჩართო.
კომპანია „აზიმუტის“ ბორტმა 7700 სიგნალი გასცა, რაც საგანგებო სიტუაციას ნიშნავს, აზუსტებს Shot.
თვითმფრინავი ერევანში, ზვართნოცის აეროპორტის მიმდებარედ წრეებს არტყამდა, რის შემდეგაც იქვე დაეშვა. Shot-ის ცნობით, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
ბორტზე, სავარაუდოდ, 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც ცმობილია, ეს რუსული ავიაკომპანია საქართველოშიც დაფრინავს. ის რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან (მათ შორის: მოსკოვი, მინერალნიე ვოდი, უფა) რეგულარულ პირდაპირ ფრენებს ასრულებს თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით.
კომპანია ფრენებს ასრულებს რუსული წარმოების Sukhoi Superjet 100 ტიპის თვითმფრინავებით, რაც მას დასავლური საავიაციო სანქციებისა და ემბარგოს (მაგალითად, Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებზე დაწესებული შეზღუდვების) გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…