ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაალ ანჯაფარიძე: “სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, თურმე, მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ სწვდებოდა”

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სამიზნედ ბიძინა ივანიშვილს ირჩევს, ნიკა გვარამიას კი მოუწოდებს ახსნას, თუ როგორ იღებდა ივანიშვილი მოგებას, როდესაც სახელმწიფო აპარატსა და პოლიციას ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა.

ზაალ ანჯაფარიძე: “სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, თურმე, მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ სწვდებოდა”
ზაალ ანჯაფარიძე: “სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, თურმე, მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ სწვდებოდა”POSTV

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით ფაქტობრივად კედელთან მიყენებული კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ამაოდ ცდილობს, პოლიტიკური ლაყაფით გამოძვრეს და გადაავადოს ის მომენტი, როდესაც უკვე პოლიტიკურად დააყენებენ კედელთან. და სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, თურმე, მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის (სახელმწიფო აპარატი, პოლიცია და ა.შ.), ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ სწვდებოდა. შესაძლოა, მათ შორის გვარამიაც ყოფილიყო, როგორც საჯარო მოხელე…

ოღონდაც, როგორ იღებდა ივანიშვილი ამ ქველმოქმედებაში კომერციულ მოგებას, როგორც გვარამია ამტკიცებს, ეს მან უნდა ახსნას, თუკი “ინტელექტი” გასწვდება, რა თქმა უნდა.

და კიდევ ერთი: გვარამიამ სააკაშვილისგან გამიჯვნის მიზეზად, რატომღაც, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მიღება დაასახელა. არადა, როგორც უკვე ვთქვი, თავადაც შეიძლება იყო ამის ბენეფიციარი, ისევე, როგორც ბევრი სხვა.

ის, რატომღაც, არ გაემიჯნა სააკაშვილს იმ საძაგლობების ჩადენაში, რაც იმ რეჟიმის დროს ხდებოდა, რადგანაც თავად იყო ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც და სულისჩამდგმელიც”, – წერს ანჯაფარიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როცა ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა მათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე გვარამიას განცხადების შესახებ: “მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები