ნიკა გვარამია - დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ - ვამაყობ რუსეთის ბაზების გაყვანით საქართველოდან, სტრასბურგში მოგებული საქმით, მაგრამ არ ვამაყობ „იმედში“ განვითარებული პროცესებით
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობით ამაყობს, თუმცა არ ამაყობს ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებული მოვლენებითა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით.

დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვამაყობ რუსეთის ბაზების გაყვანით საქართველოდან, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმით, მაგრამ არ ვამაყობ ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებული პროცესებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ვისაც უმუშავია, ალბათ, ყველას ბიოგრაფიაშია საამაყო და ისეთი რამ, რაც არა საამაყო.
„დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. შემიძლია დღესაც, აქაც გავიმეორო, ვთქვა და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ. მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვისაც უმუშავია, ალბათ ყველას ბიოგრაფიაში გვაქვს საამაყოც და ისეთი რამ, რაც არ გვეამაყება.
დიახ, მე ვამაყობ 2005 წლის 10 მარტის დადგენილებისთვის ხმის მიცემით, რომლითაც რუსეთის ბაზები გავიყვანეთ საქართველოდან.
დიახ, მე ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ე.წ. რუსეთიდან დეპორტაციის კომისიის თავმჯდომარე, სადაც გაუქმებულ იქნა რუსებისგან შევიწროებული და არა მხოლოდ შევიწროებული, არამედ არაადამიანურად მოპყრობილი 1000 ქართველის ჩვენება, რომელიც შემდეგში საფუძვლად დაედო სარჩელს. მე ამ სარჩელს უკვე იუსტიციის სამინისტროში დავხვდი, როგორც იუსტიციის მინისტრი. ჩვენ დავიწყეთ ეს სამართალწარმოება სტრასბურგში. პრაქტიკულად, ამ გაუქმებული ჩვენებების საფუძველზე, (სწორედ საპარლამენტო კომისიამ ჩემი ხელმძღვანელობით გაუუქმა ეს ჩვენები), ჩვენ მოვიგეთ საქმე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი სახელმწიფოთა შორისი სარჩელი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს საქმე დასრულდა წარმატებით. რა თქმა უნდა, ამით ვამაყობ და მგონია, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული საქმეა. ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის ფუფუნებას, ცხოვრება ყველას და ყოველთვის არ აძლევს. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ისტორიული პროცესი, მასში მონაწილეობა პირადად ჩემთვის, დიახ, არის პატივი. მათ შორის, ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობაც.
ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე და შეიძლება ერთ-ერთი განმსაზღვრელი, საქართველოში რუსული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთაში, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აწყობდა. ნამდვილად, ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ იმ საკითხებით, რაც თანმდევი იყო, მაგალითად კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, და ასევე, იმ პროცესებით, რომელიც განვითარდა ტელეკომპანია „იმედში“, ამით არ ვამაყობ. თუმცა ზოგადად, ამ „ქეისმა“ დამარწმუნა იმაში, რომ სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებული, ყოველთვის სწორი და განსახორციელებელი არაა.
როგორც განათლების მინისტრი, ვამაყობ ერთიანი სამაგისტრო გამოცდებით, რომელიც ჩემს დროს შეიქმნა. ბუნებრივია, აქ ვგულისხმობ მთელს მაშინდელ ხელისუფლებას, მთავრობის და პრეზიდენტის ჩათვლით. ვამაყობ მოსწავლეების ოლიმპიადებით, რომელიც ასევე ჩემ დროს ჩამოყალიბდა. იმითაც ვამაყობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ჩემი შვილი საჯარო სკოლაში სწავლობდა. მთავარი ჩემი საამაყო, არამხოლოდ მინისტრობის, ზოგადად ცხოვრების არის ქართული ენის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, უნივერსიტეტებში. ვამაყობ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული მოსწავლეებითა და სტუდენტებით. დიახ, უცხოეთში სასწავლებლად ვუშვებდით ბავშვებს და არა „ქოლცენტრებში“ სამუშაოდ. ამ ხელისუფლებამ ეს პროგრამა გააუქმა.
არ ვამაყობ იმით, რომ ვერ შევძელი მთავრობის დარწმუნება, განათლების ბიუჯეტი გაორმაგებულიყო. იმით ვამაყობ, რომ თანამდებობიდან იმიტომ წავედი, რომ ჩემს სამ შვილს ჩემი მინისტრის ხელფასი არ ჰყოფნიდა. კი, ამით ვამაყობ. ალბათ, ბევრს, დღევანდელ მთავრობაში, თუ ყველას არა, გაეცინება. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ძირითადად იმიტომ მოდიან დღეს, რომ შვილებს ხელფასი ეყოს კი არა, თითო შვილისა და ოჯახის წევრის სახელზე, თითო სახლი გააფორმონ.
ვამაყობ იმით, რომ ომის დროს საქართველოდან ფეხი არ გამიდგამს. არც მე და არც არავის მთავრობიდან. იმ მთავრობის წევრი რომ ვიყავი, რომელიც სრული სერიოზულობით მსჯელობდა რუსეთის შემოსვლის შემთხვევაში პარტიზანულ დაპირისპირებაზე გადასვლაზე ამით ვამაყობ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. შემიძლია დღესაც, აქაც გავიმეორო, ვთქვა და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ. მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვისაც უმუშავია, ალბათ ყველას ბიოგრაფიაში გვაქვს საამაყოც და ისეთი რამ, რაც არ გვეამაყება. დიახ, მე ვამაყობ 2005 წლის 10 მარტის დადგენილებისთვის ხმის მიცემით, რომლითაც რუსეთის ბაზები გავიყვანეთ საქართველოდან. დიახ, მე ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ე.წ. რუსეთიდან დეპორტაციის კომისიის თავმჯდომარე, სადაც გაუქმებულ იქნა რუსებისგან შევიწროებული და არა მხოლოდ შევიწროებული, არამედ არაადამიანურად მოპყრობილი 1000 ქართველის ჩვენება, რომელიც შემდეგში საფუძვლად დაედო სარჩელს. მე ამ სარჩელს უკვე იუსტიციის სამინისტროში დავხვდი, როგორც იუსტიციის მინისტრი. ჩვენ დავიწყეთ ეს სამართალწარმოება სტრასბურგში. პრაქტიკულად, ამ გაუქმებული ჩვენებების საფუძველზე, (სწორედ საპარლამენტო კომისიამ ჩემი ხელმძღვანელობით გაუუქმა ეს ჩვენები), ჩვენ მოვიგეთ საქმე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი სახელმწიფოთა შორისი სარჩელი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს საქმე დასრულდა წარმატებით. რა თქმა უნდა, ამით ვამაყობ და მგონია, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული საქმეა. ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის ფუფუნებას, ცხოვრება ყველას და ყოველთვის არ აძლევს. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ისტორიული პროცესი, მასში მონაწილეობა პირადად ჩემთვის, დიახ, არის პატივი. მათ შორის, ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობაც. ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე და შეიძლება ერთ-ერთი განმსაზღვრელი, საქართველოში რუსული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთაში, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აწყობდა. ნამდვილად, ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ იმ საკითხებით, რაც თანმდევი იყო, მაგალითად კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, და ასევე, იმ პროცესებით, რომელიც განვითარდა ტელეკომპანია „იმედში“, ამით არ ვამაყობ. თუმცა ზოგადად, ამ „ქეისმა“ დამარწმუნა იმაში, რომ სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებული, ყოველთვის სწორი და განსახორციელებელი არაა. როგორც განათლების მინისტრი, ვამაყობ ერთიანი სამაგისტრო გამოცდებით, რომელიც ჩემს დროს შეიქმნა. ბუნებრივია, აქ ვგულისხმობ მთელს მაშინდელ ხელისუფლებას, მთავრობის და პრეზიდენტის ჩათვლით. ვამაყობ მოსწავლეების ოლიმპიადებით, რომელიც ასევე ჩემ დროს ჩამოყალიბდა. იმითაც ვამაყობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ჩემი შვილი საჯარო სკოლაში სწავლობდა. მთავარი ჩემი საამაყო, არამხოლოდ მინისტრობის, ზოგადად ცხოვრების არის ქართული ენის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, უნივერსიტეტებში. ვამაყობ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული მოსწავლეებითა და სტუდენტებით. დიახ, უცხოეთში სასწავლებლად ვუშვებდით ბავშვებს და არა „ქოლცენტრებში“ სამუშაოდ. ამ ხელისუფლებამ ეს პროგრამა გააუქმა. არ ვამაყობ იმით, რომ ვერ შევძელი მთავრობის დარწმუნება, განათლების ბიუჯეტი გაორმაგებულიყო. იმით ვამაყობ, რომ თანამდებობიდან იმიტომ წავედი, რომ ჩემს სამ შვილს ჩემი მინისტრის ხელფასი არ ჰყოფნიდა. კი, ამით ვამაყობ. ალბათ, ბევრს, დღევანდელ მთავრობაში, თუ ყველას არა, გაეცინება. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ძირითადად იმიტომ მოდიან დღეს, რომ შვილებს ხელფასი ეყოს კი არა, თითო შვილისა და ოჯახის წევრის სახელზე, თითო სახლი გააფორმონ. ვამაყობ იმით, რომ ომის დროს საქართველოდან ფეხი არ გამიდგამს. არც მე და არც არავის მთავრობიდან. იმ მთავრობის წევრი რომ ვიყავი, რომელიც სრული სერიოზულობით მსჯელობდა რუსეთის შემოსვლის შემთხვევაში პარტიზანულ დაპირისპირებაზე გადასვლაზე ამით ვამაყობ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…