ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა

თბილისის მერიასაქართველოს მთავრობა

პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის 3.45-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა. თბილისის მერიამ წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო მონაწილე ორსავე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდაBM.GE
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შემოთავაზებული ბაღის რეაბილიტაციის ლანდშაფტური კონცეფცია დაფუძნებულია სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევებზე. ტერიტორიაზე 81 სახეობის 1102 ძირი მცენარეა აღრიცხული. ზედაპირული დაკვირვებითაც ადვილი შესამჩნევია არსებული მწვანე საფარის მოუვლელი, გაველურებული ხასიათი. სასახლის წინ მდებარე შადრევნის არეალში პროექტით დაგეგმილია შადრევნის და ბილიკების კონტურების ცვლილება, შედეგად ამ არეალში ძველი ბილიკის ბორდიურად განთავსებული წყავის და ღვიის ბუჩქები არის გადასარგავი. გადასარგავია ბილიკების არეალში განთავსებული 77 ძირი ხე-მცენარე. გადასარგავი მცენარეების უმრავლესობა არის პატარა ზომის , უმეტესად ფორმადაკარგული და დაკნინებული მცენარეები, რომელთა გადარგვა ამავე ტერიტორიაზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ბაღის ტერიტორიაზე ამოსაძირკვია 43 ხის ჩირგვი. დასარგავი მცენარეების შერჩევაში პრიორიტეტი მიენიჭა ისტორიულად ბაღში არსებულ სახეობებს და ჯიშებს. შეძლებისდაგვარად (ბაღის უმეტესი ნაწილი დაჩრდილულია) ასორტიმენტის მრავალფეროვნებას, სეზონური ინტერესების გათვალისწინებას მდგრადი ლანდშაფტის შესაქმნელად. გათვალისწინებულია არსებულ სიტუაციასთან მისადაგება, როგორც ეკოლოგიური, ასევე სივრცობრივი ასპექტებით. არსებული სახით შენაჩუნდება ბაღის უმეტესი ნაწილი, როგორც დიდი ზომის ხეები ასევე ზედა ნაწილში თვითნათესი კელრეუტერიის და აკაკის კორომები. ბაღის ტერიტორიაზე ჩაირგვება 46 წიწვიანი და 67 ფოთლოვანი ხე. წიწვიანი ხეებიდან ჰიმალაური და ატლასის ლეგა კედარი, იტალიური ფიჭვი, არიზონის, ლაილანდის და პირამიდული და კვიპაროსები. ხოლო ფოთლოვანებიდან - ქვამუხა (მარადმწვანე მუხა), მაგნოლია, ძელქვა, ცაცხვი, წითელი მუხა, წითელი ტყემალი, ნეკერჩხალი ჭადარფოთოლა, იფანი, ცხენისწავლი, არღავანი. საპროექტო მცენარეები შერჩეულია გაზაფხულის და შემოდგომის შეფერილობის ცვალებადობის გათვალისწინებით. მთელი ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა რულონური გაზონი,“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ₾6.6 მილიონიანი ტენდერი არ შედგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები