საბაჟო დეკლარირებისას ვალუტის კურსის განსაზღვრის წესი ზუსტდება - მინისტრის ბრძანება
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საბაჟო დეკლარირებისას ვალუტის კურსის განსაზღვრის წესი ზუსტდება. თუ ვალდებულების წარმოშობის თარიღი რეგისტრაციის თარიღს არ ემთხვევა, კურსი ვალდებულების წარმოშობის დღის მიხედვით განისაზღვრება.

საბაჟო დეკლარირებისას ვალუტის კურსის განსაზღვრის წესი ზუსტდება. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, როდესაც საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის თარიღი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღისგან განსხვავდება, ვალუტის კურსი ვალდებულების წარმოშობის დღისათვის დადგენილი კურსით განისაზღვრება.
ფინანსთა მინისტრის 27 ოქტომბრის№338 ბრძანებით, ლარებში საქონლის საბაჟო ღირებულების გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით.
დეკლარირების პროცესში გაჩნდა ახალი კოდი (608) - საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის თარიღი იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა არ უკავშირდება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…