ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთმა მეცნიერებისთვის მობილური „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა დაიწყო

ჩინეთმა 405 მილიონი დოლარის ღირებულების მსოფლიოში პირველი მობილური „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა დაიწყო, რომლის დასრულებაც 2030 წელს იგეგმება. South China Morning Post-ის ცნობით, ავიამზიდის ზომის სამეცნიერო პლატფორმაზე 6 ლაბორატორია განთავსდება და 238 ადამიანს დაიტევს.

ჩინეთმა მეცნიერებისთვის მობილური „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა დაიწყო
ჩინეთმა მეცნიერებისთვის მობილური „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა დაიწყოიმედინიუსი

ჩინეთმა ორკორპუსიანი პლატფორმის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მსოფლიოში პირველი მობილური ავტონომიური „ხელოვნური კუნძული“ გახდება. როგორც გამოცემა South China Morning Post იტყობინება, ის სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი.

მოსალოდნელია, რომ ავიამზიდის ზომის პლატფორმას ღია ოკეანეში განათავსებენ. ის დაახლოებით 11 კვანძის (20 კმ/სთ) სიჩქარით შეძლებს გადაადგილებას, წყალში ხელახალი დამუხტვის გარეშე ოთხ თვემდე გაძლევს, მასზე 238 ადამიანი და 6 ლაბორატორია განთავსდება.

ჩვეულებრივ სამეცნიერო გემებს ღრმაწყლოვანი და შორეული ექსპედიციების დროს შტორმისა და მაღალი ტალღების პირობებში ადგილის შენარჩუნება უჭირთ. „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა მეცნიერებს ამ პრობლემისგან იხსნის. მშენებლობა 2030 წლის ივნისისთვის უნდა დასრულდეს. კონტრაქტის მიხედვით, პროექტის ღირებულებამ 405 მილიონი დოლარია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდაწაიკითხე

უახლესი ამბები