ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და რუსეთსა და უკრაინას მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით

თურქეთმა რუსეთი და უკრაინა პირველად გააფრთხილა სამართლებრივი ზომების მიღებით, თუ შავ ზღვაში იერიში მის გემებზე განხორციელდება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და რუსეთსა და უკრაინას მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და რუსეთსა და უკრაინას მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვითიმედინიუსი

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, იაშარ გიულერის განცხადებით, ანკარამ უკრაინასა და რუსეთს შავ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტის წინადადებით კვლავ მიმართა. თუმცა, პირველად მოხდა, როდესაც თურქეთმა მხარეები „სამართლებრივი ზომების მიღებით“ გააფრთხილა იმ შემთხვევისთვის, თუ იერიში თურქეთთან დაკავშირებულ გემებზე განხორციელდება.

თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა იტოვებს უფლებას, მსგავს ინციდენტებს სამართლებრივი პასუხი გასცეს.

თურქეთმა არაერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, შეწყვიტონ თავდასხმები შავ ზღვაში, სადაც სამიზნე გახდა როგორც თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემები, ასევე თურქული კომპანიების კუთვნილი ხომალდები.

ანკარაში აცხადებენ, რომ რუსეთისა და უკრაინისგან ელოდებიან პასუხს მათ მიერ წარდგენილ წინადადებაზე, რომელიც თავდასხმების ესკალაციის შეჩერებასა და რეგიონიდან მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვას ისახავს მიზნად.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და მხარეებს მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და მხარეებს მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით უკრაინასა და რუსეთს სხვადასხვა წინადადებები გადაეცათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები