ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია: 2012 წლის შემდეგ პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე

რუსთავი 2

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას განცხადებით, 2012 წლის შემდეგ პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გახდა, ხოლო ციხეებში კვების პრობლემაზე საუბრები გაზვიადებული იყო და ეს საკითხიც აღმოიფხვრა.

"გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, იყო სწორედ ის სისტემური პრობლემები, და რაც იყო მაშინ, იმ დროს მოქმედ პენიტენციურ სისტემაში და 2012 წლის მერე ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს დღეს, რომელიც ორიენტირებულია როგორც, რა თქმა უნდა, სასჯელის აღსრულებაზე, უსაფრთხოებაზე და, ასევე, ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი არის ის, რომ პატიმარი როცა მოიხდის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, საზოგადოებას სრულყოფილ წევრად დაუბრუნდეს, და ამისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა, დაწყებული პენიტენციური კოდექსის ცვლილებიდან, ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარებით, სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვით და მრავალი სერვისის შეტანით დაწესებულებებში", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების პრობლემაზე საუბრები გაზვიადებული იყო.

"მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად ერთი წელი გრძელდებოდა საუბრები იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. გარკვეულწილად, არსებობდა პრობლემები, მაგრამ ძალიან გაზვიადებული იყო ის, რასაც მედიით იგებდა მაყურებელი, თუმცა, ეს პრობლემებიც აღმოიფხვრა. ჩვენ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ 2012 წლის შემდგომ და დაგეგმილია, რომ ძველი ტიპის ნახევრად ღია დაწესებულებები თანდათანობით დაიხუროს და სრულად გადავიდეთ თანამედროვე სტანდარტების მქონე მცირე ზომის დაწესებულებებზე, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ პატიმრებს, რომ მიიღონ განათლება, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და, შესაბამისად, როგორც აღვნიშნე ,სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას", – აღნიშნა პაატა სალიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დაგეგმილია, რომ ძველი ტიპის, ნახევრად ღია დაწესებულებები თანდათანობით დაიხუროს და სრულად გადავიდეთ თანამედროვე სტანდარტების მქონე, მცირე ზომის დაწესებულებებზე - პაატა სალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები