ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა

საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ რინატ დასაევმა მატვეი საფონოვის მეოთხე ადგილი წლის საუკეთესო გოლკიპერის გამოკითხვაში „თავის დამშვიდებად“ შეაფასა. დასაევის თქმით, ჯილდო ემილიანო მარტინესს ან დიოგო კოშტას უფრო ეკუთვნოდათ.

დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაასპორტალი

საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რინატ დასაევმა წლის საუკეთესო გოლკიპერის წოდებაზე, თანამემამულე მატვეი საფონოვის (პსჟ) მეოთხე ადგილი შეაფასა. გამარჯვებული „ატლეტიკისა“ და ესპანეთის ეროვნული გუნდის მეკარე უნაი სიმონი გახდა.

„საფონოვისთვის ღირსეული შედეგია, მაგრამ ეს ხომ ნუგეშია. ყველაზე მთავარია - მიიღო. მეოთხე ადგილი კი უბრალოდ თავის დამშვიდებაა. თავის დროზე „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის ვიყავი, თუმცა ვერ მივიღე. რა თქმა უნდა, ეს ასევე აღიარებაა, მაგრამ უნდა ისწრაფვოდე იმისკენ, რათა მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ტიტული მოიპოვო.

მე პრიზს არგენტინელ ემილიანო მარტინესს ან პორტუგალიელ დიოგო კოშტას გადავცემდი. უნაი სიმონიც არაა ურიგო მეკარე, დიდი ხანია თამაშობს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. შეიძლებოდა სხვა დაეჯილდოვებინათ, თუმცა ის აირჩიეს. მანაც დაიმსახურა, მაგრამ ჩემი აზრით, საუკეთესოები მარტინესი და კოშტა იყვნენ“, - განუცხადა დასაევმა „ჩამპიონატს“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
თევზის ზეთის შეწოვა: როგორ მოქმედებს დანამატის ფორმა და საკვების ცხიმიანობა მის ეფექტურობაზე?წაიკითხე

უახლესი ამბები