თბილისში ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ ეროვნულ ნაკრებს მომდევნო 2 წლის განმავლობაში გურამ მოდებაძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. ისაუბრეს ახალ მთავარ მწვრთნელზე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე. ეროვნულ გუნდს მომდევნო 2 წლის განმავლობაში გურამ მოდებაძე უხელმძღვანელებს. ფედერაციის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს დელეგატებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს.
როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ათაბეგაშვილი აცხადებს, მთავარ მწვრთნელთან მიმართებაში ფედერაცია ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
"დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო ტრადიციული, გულშემატკივრებთან, მასმედიასთან და ჩვენ გავაცანით ის ცვლილებები, რომელსაც ვგეგმავთ უახლოესს მომავალში. პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, ახლადდანიშნულ საერთო სანაკრებო ხელმძღვანელს, ბატონ გურამ მოდებაძეს, სპორტის რაინდს, მივულოცო ეს თანამდებობა. მთავარ მწვრთნელთან მიმართებაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფედერაცია ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რასაც წინა წლებში არ ჰქონია ადგილი. მხოლოდ 2 წლის შემდგომ მოხდება განხილვა იმ განვლილი გზის და შეფასდება აღმასრულებელი კომიტეტის მხრიდან მისი გაწეული შრომა და მოხდება გახანგრძლივება ან შეწყვეტა", - აცხადებს გიორგი ათაბეგაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…