ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

ბრაზილიის სპორტულმა უმაღლესმა ტრიბუნალმა შესაძლოა ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. Globo-ს ინფორმაციით, სანქცია ფეხბურთელის მიერ „ბაიასთან“ მატჩის დროს წესების დარღვევას უკავშირდება.

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონსპორტალი

Globo-ს ინფორმაციით, "სანტოსის" 34 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი შესაძლოა, ბრაზილიის სპორტულმა უმაღლესმა ტრიბუნალმა (STJD) მკაცრად დასაჯოს.

საქმე 25 ოქტომბერს ბრაზილიის სერია A-ს "ბაიასთან" მორიგი ტურის მატჩს ეხება, რომელიც 1:1 დასრულდა. ნეიმარსა და მეტოქე გუნდის ნახევარმცველ როდრიგო ნესტორს შორის მომხდარი კამათის დროს, "სანტოსის" ფეხბურთელმა პირზე ხელი აიფარა, რაც აკრძალულია.

VAR-ის ჩარევისა და ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა სავიო პერეირა სამპაიომ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. Globo-ს ინფორმაციით, ბრალდების მხარე მიუთითებს ბრაზილიის დისციპლინური კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაზე, რაც 100 000 რეალის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ბრალდების მხარე ითხოვს 258-ე მუხლის გამოყენებას, რომელიც სპორტული დისციპლინის საწინააღმდეგო ქმედებისთვის 1-დან 6 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

ტრიბუნალის სხდომა დღეს გაიმართება. დისკვალიფიკაციის გამო კი ნეიმარს მინიმუმ 1 თამაშის გამოტოვება აუცილებლად მოუწევს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
Celebrity Traitors-ის ფინალში რომეშ რანგანათანმა და სებასტიან კროფტმა გაიმარჯვესწაიკითხე

უახლესი ამბები