"ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მორალური სახე" - ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძეზე
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ანა წითლიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დედის ორმოცის გამო ვერ ესწრებოდა, წითლიძე კი ამაზე ქილიკობს.

"ხალხის ძალის" დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, რომელმაც თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სხდომებს ობიექტური მიზეზით არ ესწრება, სოციალურ ქსელში ცინიკური პოსტი დაწერა.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, თენგიზ შარმანაშვილი სასამართლო სხდომას დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება, ანა წითლიძე კი ამაზე ქილიკობს.
"ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს... ეს არის კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორალური სახე.
ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები "აპრავა", ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?!
არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.
რაც შეეხება ანა წითლიძის პოსტს:
"ორი დღეა, თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ ჩანს და ვნერვიულობ.
რა უნდა დამართნოოდა? არადა, წინა კვირას კარგად იყო", - დაწერა წითლიძემ სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძეზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე. ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს... არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან
ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მორალური სახე. თენგიზ შარმანაშვილი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს
ციტატები სტატიიდან
„ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს... ეს არის კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორალური სახე. ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები "აპრავა", ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?! არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!“
„ორი დღეა, თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ ჩანს და ვნერვიულობ. რა უნდა დამართნოოდა? არადა, წინა კვირას კარგად იყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…