"ოლიმპიური რეზერვი, გზა 2032" - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა, მშვილდოსნობის ფედერაციასთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა და მშვილდოსნობის ფედერაციამ პროექტი „ოლიმპიური რეზერვი, გზა 2032“ დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც 4 ახალგაზრდა თურქეთში გაემგზავრა, ანა სურგულაძემ კი ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
"ოლიმპიური რეზერვი, გზა 2032" - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.
ინიციატივა 12-დან 14 წლამდე ასაკის მშვილდოსნების აღმოჩენასა და 2032 წლის ოლიმპიადისთვის მათ მომზადებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში 4 ქართველი ახალგაზრდა საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. პარალელურად, ტურნირში პირად ჩათვლაში ანა სურგულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…