ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსული დრონით დაიღუპა მოხალისე, რომელიც უკრაინაში ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავდა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაიღუპა კანადელი მოხალისე ჯესი ადამსი, რომელიც საომარ ზონაში ცხოველების გადარჩენასა და ევაკუაციაზე მუშაობდა.

რუსული დრონით დაიღუპა მოხალისე, რომელიც უკრაინაში ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავდა
რუსული დრონით დაიღუპა მოხალისე, რომელიც უკრაინაში ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავდაბათუმელები

უკრაინაში დაიღუპა კანადის მოქალაქე, ცხოველების უფლებადამცველი, მოხალისე, ორგანიზაცია RainCoast Dog Rescue Society-ს დამფუძნებელი ჯესი ადამსი.

ჯესი ადამსი საომარ ზონაში ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავდა. ბოლო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იგი დონბასის რეგიონში, მაღალი რისკის ზონაში იმყოფებოდა და ორგანიზაცია Animal Rescue Kharkiv-თან ერთად მუშაობდა.

იგი ტრაგიკულად დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსული დრონი მის სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახა.

„კვირას, 25 ოქტომბერს, ჯესი კრამატორსკიდან ცხოველების ევაკუაციას ახორციელებდა. დრონი თავს დაესხა ჩვენს ევაკუაციის მანქანას, რომელიც დატვირთული იყო გადარჩენილი ცხოველებით. დრონი პირდაპირ საქარე მინას შეეჯახა. ჯესი მძიმედ დაშავდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაუდებელი ოპერაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – წერს ტელეგრამზე ორგანიზაცია Animal Rescue Kharkiv.

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ჯესი ადამსმა ასობით ცხოველის – ძაღლების, კატების, ძროხების, თხების, შინშილებისა და კუების ევაკუაციასა და გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა. იგი მუშაობდა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე, განსაკუთრებული რისკის შემცველ დასახლებებში, რომლებიც მუდმივად რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კვირას, 25 ოქტომბერს, ჯესი კრამატორსკიდან ცხოველების ევაკუაციას ახორციელებდა. დრონი თავს დაესხა ჩვენს ევაკუაციის მანქანას, რომელიც დატვირთული იყო გადარჩენილი ცხოველებით. დრონი პირდაპირ საქარე მინას შეეჯახა. ჯესი მძიმედ დაშავდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაუდებელი ოპერაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსებმა საცხოვრებელ კორპუსსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაარტყესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები