ზუგდიდში დავით ჯიქიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზუგდიდში დავით ჯიქიასა და ბორჯომის ქუჩების შესახვევებში 3500 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც რეგიონული პროექტების ფონდიდან 1 174 716 ლარით ფინანსდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩის I, II, III და ბორჯომის ქუჩის I და II შესახვევში. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 174 716 ლარით ფინანსდება.
„მოეწყობა 3500 მეტრი სიგრძის გზა და მილ-ხიდები.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 32 გზა მოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 15 515 326 ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„მოეწყობა 3500 მეტრი სიგრძის გზა და მილ-ხიდები. მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 32 გზა მოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 15 515 326 ლარია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…