გიორგი კახიანი: „კოალიცია „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას“
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფრით განსხვავდება და მათაც კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და დამოუკიდებლობის ხელყოფას ედავებიან.

„რაც შეეხება კოალიცია „ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
„ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა. მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან.
არ ვიცი, რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს; მოვუსმენთ და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგიორგი კახიანი: კოალიცია „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს - კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას
გიორგი კახიანი: კოალიცია "ცვლილებისთვის" არ განსხვავდება "ნაციონალური მოძრაობისგან". ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით კონსტიტუციური წყობის დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას
ციტატები სტატიიდან
„ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა. მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი, რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს; მოვუსმენთ და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“
„რაც შეეხება კოალიცია „ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…