ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა

65 წლის ისმაილ კარტალმა „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კლუბის ხელმძღვანელობამ სპეციალისტის გადადგომის შესახებ მეორე თხოვნა მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც გუნდი „გალათასარაისთან“ დამარცხდა.

მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილასპორტალი

"ფენერბაჰჩემ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი 65 წლის მთავარმა მწვრთნელმა ისმაილ კარტალმა დატოვა, რომელიც სტამბოლურ კლუბს სათავეში მეოთხე ვადით ედგა.

კარტალმა ხელმძღვანელობას გადადგომის თხოვნით პირველად ამა წლის სექტემბერში ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" ფრედ ნათამაშები (1:1) მატჩის შემდეგ მიმართა. ამის მიზეზი ის იყო, რომ გამოცდილ დამრიგებელს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა, თუმცა, მაშინ კლუბის პრეზიდენტმა, აზიზ ილდირიმმა, მის დარჩენასა და მუშაობის გაგრძელებაზე დაჟინებით მოითხოვა.

26 ოქტომბერს "ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერ ლიგის მე-9 ტურში გასვლაზე "გალათასარაისთან" 1:2 წააგო და კარტალმა გადადგომის შესახებ განცხადება მეორედ დაწერა, რომელიც საბოლოოდ დაუკმაყოფილეს.

სტამბოლელებს ჯერჯერობით კარგი სეზონი არ გამოსდის და თურქეთის ჩემპიონატში საწყისი 9 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-5 ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის 3 ტურის შემდეგ "ფენერბაჰჩეს" 2 ქულა აქვს.

კლუბს დროებით კარტალის ასისტენტი დირკ კუიტი დამოძღვრავს. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატებად სრულფასოვან მწვრთნელის პოსტზე თურქეთის ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი ვინჩენცო მონტელასა და ემრე ბერეზოღლუს ვარიანტი განიხილება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგოწაიკითხე

უახლესი ამბები