ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Wall Street Journal - აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილა

The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები გააფრთხილა, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო კამპანიის განახლებისთვის მოემზადონ.

The Wall Street Journal - აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილა
The Wall Street Journal - აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილაინტერპრესნიუსი

აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილა, - ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი და ინტენსიური სამხედრო კამპანიის განახლებისთვის მოემზადონ.

როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ახალი სამხედრო მოქმედებები თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ტეხასის შტატიდან ახლო აღმოსავლეთში გადააქვთ. ასევე, სამხედროები საბრძოლო მასალების მარაგებს ავსებენ, ხოლო ბომბდამშენები და გამანადგურებლები იერიშებისთვის ემზადებიან.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა განახლებული დარტყმების სამიზნე, შესაძლოა, ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ბირთვული ობიექტები იყოს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნეთანიაჰუ: უნდა ჩამოვაყალიბოთ მემარჯვენე, ეროვნული მთავრობა. ისრაელს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორ პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას ირანის ეგზისტენციალური საფრთხეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები