საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – ავარია ბათუმში
ბათუმში, ორბელიანის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების ცნობით, პოლიციის მანქანა რამდენიმე ბრუნის შემდეგ ხეს შეეჯახა, თუმცა მგზავრებს მნიშვნელოვანი ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

წუხელ, 28 ოქტომბერს, გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა ბათუმში, ორბელიანის ქუჩაზე.
თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჰაერში რამდენიმე ბრუნი გააკეთა და შემდეგ ხეს შეეჯახა.
ასევე თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციელებს მანქანიდან გადმოსვლაში მოქალაქეები დაეხმარნენ. არც ერთი მანქანაში მსხდომების მნიშვნელოვანი ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…