მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარია თეოდორუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს.
„ყურადღება ასევე დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…