პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემურ დანაშაულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით უმტკიცებენ. მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლამდე წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ
იმედინიუსი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ტყუილია წითლიძის განცხადება იმის შესახებ, თითქოს, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებას სისტემური დანაშაულების ჩადენას კომისიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე აბრალებს.

“ტყუილია, რომ წინა ხელისუფლებას სისტემური დანაშაულების ჩადენას კომისიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე ვაბრალებთ.

სინამდვილეში: ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ, მაგალითად ოჩიგავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2012 წლამდე ადამიანების წამებას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა” - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: "ნაციონალურ მოძრაობას" სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები