"მოგიწევთ თქვენი ნათქვამი ყველა სიტყვის დამტკიცება, აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში" - ლაშა გეგეჭკორი ქეთევან შარმანაშვილს
ლაშა გეგეჭკორი აცხადებს, რომ ქეთევან შარმანაშვილს სასამართლოში შეხვდება და მისგან გაჟღერებული ყველა ბრალდებისა და შეურაცხყოფის დამტკიცებას მოითხოვს.

"აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში - წერს სოციალურ ქსელში "მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, ქეთევან შარმანაშვილთან დაკავშირებით.
გეგეჭკორი ასევე აზიარებს ქეთევან შარმანაშვილის პოსტების "სქრინს", სადაც ის გეგეჭკორს ბრალდებებს უყენებს და შეურაცხყოფას აყენებს.
"ქალბატონო ქეთევან შარმანაშვილი, მოგიწევთ თქვენი ნათქვამი ყველა სიტყვის დამტკიცება. აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში,"- წერს ლაშა გეგეჭკორი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ქალბატონო ქეთევან შარმანაშვილი, მოგიწევთ თქვენი ნათქვამი ყველა სიტყვის დამტკიცება. აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…