უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნა კვლავ დაბლოკა
უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნა კვლავ დაბლოკა.

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე უნგრეთის წარმომადგენლებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნა კვლავ დაბლოკეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უნგრეთის პოზიცია არ შეცვლილა“, - ციტირებს მედია ერთ-ერთ დიპლომატს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ირლანდიისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ უნგრეთი საკუთარ პოზიციას არ შეცვლიდა, თუმცა კლასტერების გახსნის საკითხი დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში მაინც ჩასვეს.
მოლაპარაკებების მე-4 კლასტერი მწვანე დღის წესრიგს და მდგრად დაკავშირებადობას გულისხმობს, ხოლო მე-5 კლასტერი - რესურსებს, სოფლის მეურნეობას.
ცნობისთვის, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნა პირველად 20 ოქტომბერს დაბლოკა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„უნგრეთის პოზიცია არ შეცვლილა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…