ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კადეტთა ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა

თავდაცვის სამინისტრო

კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებსა და ინსტრუქტორებს უწყებრივი მედლები, ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

კადეტთა ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა
კადეტთა ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნარუსთავი 2

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სასწავლებლის პედაგოგებს ეროვნული დღე მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან განათლებული და ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებაში მასწავლებლის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გაწეული შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ მასწავლებლები და ინსტრუქტორები. სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს უწყებრივი მედალი - „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ გადაეცა ინგლისური ენის პედაგოგს, ფიქრია ცერცვაძეს. მასწავლებლები ასევე დაჯილდოვდნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლებით, ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.

დაჯილდოების შემდეგ, კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა ლიტერატურული კომპოზიცია - „კვალი მომავალში“ წარმოადგინა.

ხელმძღვანელებმა კადეტთა ლიცეუმის ინფრასტრუქტურული პროექტები: გოგონათა ახალი საცხოვრებელი და „ფეინთბოლის“ მოედანი დაათვალიერეს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, დასავლეთის სარდალი - ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები, მასწავლებლები და კადეტები დაესწრნენ.

საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები