ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Instagram-მა ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების ატვირთვის ტესტირება დაიწყო

Instagram-მა 90 წუთამდე ხანგრძლივობის ჰორიზონტალური ვიდეოების გამოქვეყნების ტესტირება დაიწყო. ახალი ფორმატი, სახელწოდებით Features, ამ ეტაპზე აშშ-სა და ბრაზილიაში ავტორთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვისაა ხელმისაწვდომი.

Instagram-მა ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების ატვირთვის ტესტირება დაიწყო
Instagram-მა ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების ატვირთვის ტესტირება დაიწყოიმედინიუსი

სოციალურმა ქსელმა Instagram გამოაცხადა, რომ ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების გამოქვეყნების შესაძლებლობის ტესტირება დაიწყო. როგორც გამოცემა Variety აზუსტებს, საუბარია 90 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოებზე.

ახალი ფორმატი, სახელწოდებით Features, ჯერჯერობით ხელმისაწვდომია ავტორთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის აშშ-სა და ბრაზილიაში. ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გახდება ეს ფუნქცია მომხმარებელთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი/

Instagram-ზე ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების გარკვეული ფორმატი მანამდეც მოქმედებდა. სერვისს IGTV ერქვა და ის 2018 წელს YouTube-თან კონკურენციისთვის შეიქმნა, თუმცა მნიშვნელოვანი პოპულარობა ვერ მოიპოვა. სოციალურმა ქსელმა ის 2021 წელს დახურა და ფიდზე ასატვირთი ვიდეოების ხანგრძლივობა ერთ საათამდე გაზარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ტექნოლოგიები ·
GFTN-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველო ფინანსური ინოვაციების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და შეუძლია, გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცესწაიკითხე

უახლესი ამბები