ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

DW: გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია ხუთამდე ადამიანი

DW-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ ნოიშტადტ ამ რიუბენბერგეში ავტომობილი ხალხში განზრახ შევარდა, რის შედეგადაც ხუთამდე ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილიდან რამდენიმე ეჭვმიტანილი გადმოვიდა და მიიმალა, სამართალდამცავებმა კი მანქანის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნეს.

DW: გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია ხუთამდე ადამიანი
DW: გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია ხუთამდე ადამიანიიმედინიუსი

გერმანიის ქალაქ ნოიშტადტ ამ რიუბენბერგეში BMW მარკის ავტომობილი ხალხში განზრახ შევარდა, რის შედეგადაც ოთხიდან ხუთამდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულებს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ქვემო საქსონიის ფედერალურ მხარეში, ჰანოვერის მახლობლად, გვიან ღამით მოხდა.

პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე რუტინული საგზაო შემოწმების დროს მისულმა პატრულმა, ავტომობილის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა.

პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ავტომობილიდან რამდენიმე ეჭვმიტანილი გადმოვიდა და მიიმალა. ისინი ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.

„მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობა და თითოეული მონაწილე პირის ზუსტი როლი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

გამოძიების წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ. პოლიციის ვარაუდით, თავდამსხმელების სამიზნე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი იყო და მომხდარი შემთხვევითი ხასიათის არ ყოფილა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობა და თითოეული მონაწილე პირის ზუსტი როლი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანტალიაში, ტორნადოს შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპაწაიკითხე

უახლესი ამბები