Super Bowl 2027-ზე Jay-Z იმღერებს
აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ფინალის, Super Bowl 2027-ის ტრადიციული შოუს ჰედლაინერი რეპერი Jay-Z იქნება. მატჩი და მუსიკალური წარმოდგენა 2027 წლის 14 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ამერიკულ ფეხბურთში აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ფინალის დროს გამართული შოუს ჰედლაინერი რეპერი Jay-Z იქნება.
2019 წლიდან პოპულარული შოუს ორგანიზებით თავად რეპერის კომპანია Roc Nation-ი არის დაკავებული, ხოლო Jay-Z საკვანძო როლს ასრულებს თითოეული გამოსვლისთვის შემსრულებლის შერჩევაში.
2027 წელს Super Bowl -ი 14 თებერვალს, ლოს-ანჯელეში გაიმართება. მატჩის შესვენების შოუ წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. აშშ-ში ამ შოუს სატელევიზიო აუდიტორია ხშირად 100 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ამასთან, მისი რეიტინგები თავად თამაშის მაჩვენებლებზე მაღალიც კი გამოდის.
მატჩის შესვენებისას, როგორც წესი, ყველაზე პოპულარული შემსრულებლები გამოდიან. სხვადასხვა წლებში მათ შორის იყვნენ The Rolling Stones-ი, ბიონსე, მადონა, პრინსი, ბრიუს სპრინგსტინი და სხვები. 2026 წლის სუპერბოულის შესვენებაზე პუერტო-რიკოელი რეპერი Bad Bunny გამოვიდა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე საუკეთესო ალბომისთვის „გრემი“ მიიღო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…