ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტვილიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ძაღლების ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტვილიდან თერჯოლაში ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი 30 ძაღლის 6-თვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა. უწყების განცხადებით, ცხოველებს ვეტერინარული პროცედურები ჩაუტარდათ და თუ ერთ კვირაში ვერ გააჩუქებენ, პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ.

მარტვილიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ძაღლების ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა
მარტვილიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ძაღლების ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურარუსთავი 2

სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF) მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ცოფზე დაკვირვების მიზნით მოთავსებული ძაღლებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული 6-თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა.

"ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟებმა ცხოველები იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები (სტერილიზაცია/კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია) ჩაუტარდათ. ერთი კვირის განმავლობაში ძაღლებს გააჩუქებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასაში არსებული სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიიდან, სადაც ძაღლებმა ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი გაიარეს.

ცხოველებს, რომლებსაც არ გამოუჩნდებათ პატრონი, პროგრამის ეკიპაჟები, კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივ არეალში - პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ.

მიმდინარე წლის მაისში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ 30 ძაღლზე მზრუნველობა საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF) ითავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სივრცის შემოწმებისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ, ცხოველები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განათავსეს.

სააგენტო, კანონმდებლობის მოთხოვნების, ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძაღლებზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდა", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟებმა ცხოველები იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები (სტერილიზაცია/კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია) ჩაუტარდათ. ერთი კვირის განმავლობაში ძაღლებს გააჩუქებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასაში არსებული სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიიდან, სადაც ძაღლებმა ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი გაიარეს. ცხოველებს, რომლებსაც არ გამოუჩნდებათ პატრონი, პროგრამის ეკიპაჟები, კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივ არეალში - პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ. მიმდინარე წლის მაისში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ 30 ძაღლზე მზრუნველობა საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF) ითავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სივრცის შემოწმებისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ, ცხოველები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განათავსეს. სააგენტო, კანონმდებლობის მოთხოვნების, ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძაღლებზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები