BTS-ის ჰიტი წლის პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც Spotify-ზე მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა
სამხრეთკორეული ჯგუფ BTS-ის ჰიტი Swim 2026 წლის პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც Spotify-ზე მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა, რასაც სულ რაღაც შვიდი თვე დასჭირდა.
სამხრეთკორეულ ჯგუფ BTS-ის ჰიტი Swim 2026 წლის პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც Spotify-ზე 1 მილიარდი მოსმენის ზღვარი გადალახა. ამასთან, თავად BTS-ისთვის ეს ასევე რეკორდია: კოლექტივის არცერთ წინა კომპოზიციას მილიარდიანი შედეგისთვის ასე სწრაფად არ მიუღწევია. სიმღერას ამისთვის სულ რაღაც შვიდი თვე დასჭირდა.
BTS-ის ლეიბლის Big Hit Music-ის მონაცემებით, მილიარდიანი ნიშნული 24 ოქტომბერს დაფიქსირდა. Swim ალბომ Arirang-ის მთავარი სინგლია, რომელიც 2026 წელს გამოვიდა და წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ რელიზად იქცა.
Swim-ის წარმატებას საერთაშორისო მუსიკალური რეიტინგებიც ადასტურებს. არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ვიდეორგოლიც, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სერიალ „რივერდეილით“ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ლილი რეინჰარტმა. YouTube-ზე ვიდეოს უკვე 170 მილიონი ნახვა აქვს.
Arirang-მა კი მანამდე Spotify-ზე 5 მილიარდი მოსმენის ზღვარი გადალახა და პლატფორმაზე 2026 წლის ყველაზე მოსმენად რელიზად იქცა. ამ მაჩვენებლით BTS-მა ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც არიან ბრუნო მარსი, ოლივია როდრიგო და ჰარი სტაილსი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…