ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა "ბნელ ეპოქას" განიცდის, რადგან მიმდინარე ომები და აშშ-ჩინეთის კონკურენცია წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნის

ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის განცხადებით, ევროპა „ბნელ ეპოქას“ განიცდის და მსოფლიო წესრიგს საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ისეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს აღარ დაესხას თავს.

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა "ბნელ ეპოქას" განიცდის, რადგან მიმდინარე ომები და აშშ-ჩინეთის კონკურენცია წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნის
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა "ბნელ ეპოქას" განიცდის, რადგან მიმდინარე ომები და აშშ-ჩინეთის კონკურენცია წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნისრუსთავი 2

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის განცხადებით, ევროპა "ბნელ ეპოქას" განიცდის, რადგან მიმდინარე ომები და აშშ-ჩინეთის კონკურენცია წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნის.

სტუბმა განმარტა, რომ ცივი ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა და მსოფლიო ახლა გარდამტეხი მომენტის წინაშე დგას - ისეთივე ისტორიული მნიშვნელობის ეტაპზე, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულება 1945 წელს და კომუნიზმის დაცემა 1989 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, "სამწუხაროდ, ამჟამად პესიმისტურად განწყობის ბევრი მიზეზი არსებობს", - განუცხადა მან იმ სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს, სადაც თავად სტუბი 1990-იან წლებში სწავლობდა.

"ერთგვარად, მე სწავლა სინათლის ეპოქაში დავიწყე, თქვენ კი სწავლას სიბნელის ეპოქაში იწყებთ. ადრე შეგვეძლო გვეთქვა, რომ კაცობრიობის სამი უდიდესი მტერი - დაავადებები, შიმშილი და ომები დამარცხებული იყო. ახლა ეს ასე აღარ არის. სინათლე სიბნელემ შეცვალა", - განაცხადა სტუბმა.

მისი თქმით, სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ ისეთ დაუნდობელ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის. ზოგიერთი შეფასებით, ამჟამად მსოფლიოში 65 შეიარაღებული კონფლიქტი ან ომი მიმდინარეობს - უფრო მეტი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნებისმიერ სხვა პერიოდში.

"გლობალური უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან დიდი სახელმწიფოები, კერძოდ, აშშ და ჩინეთი. აირჩევენ ისინი თანამშრომლობას თუ დაპირისპირებას? ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ისეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს აღარ დაესხას თავს", - აღნიშნა ალექსანდერ სტუბმა.

მისივე თქმით, NATO კვლავაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა საჭიროა ახალი მექანიზმების შემუშავებაც. მათ შორის, სტუბმა დაასახელა რუსეთსა და ევროპას შორის ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომლებიც მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა „ბნელ ხანას“ განიცდის, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ომები და აშშ-ჩინეთის მეტოქეობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ანგრევს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, ამჟამად პესიმისტურად განწყობის ბევრი მიზეზი არსებობს“
„ერთგვარად, მე სწავლა სინათლის ეპოქაში დავიწყე, თქვენ კი სწავლას სიბნელის ეპოქაში იწყებთ. ადრე შეგვეძლო გვეთქვა, რომ კაცობრიობის სამი უდიდესი მტერი - დაავადებები, შიმშილი და ომები დამარცხებული იყო. ახლა ეს ასე აღარ არის. სინათლე სიბნელემ შეცვალა“
„გლობალური უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან დიდი სახელმწიფოები, კერძოდ, აშშ და ჩინეთი. აირჩევენ ისინი თანამშრომლობას თუ დაპირისპირებას? ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ისეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს აღარ დაესხას თავს“
ალექსანდერ სტუბი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალექსანდერ სტუბი – ეუთო საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა, რომ 2008 წელს – საქართველოში, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინაში რუსეთის აგრესია თავიდან აეცილებინა, ვითარება სწორ კალაპოტში უნდა დავაბრუნოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები