ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია მუდმივად საბოტაჟირების, არჩევნების ბოიკოტირების და შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანის რეჟიმშია, სურვილი აქვთ ქვეყანა მუდმივად რყევაში იყოს და ბოლოს რევოლუციამდე და უმართავ პროცესებამდე მივიდეს
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია საბოტაჟის, ბოიკოტის და პროცესების ქუჩაში გადატანის რეჟიმშია, რათა ქვეყანა რევოლუციამდე მივიდეს. მან ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 2024 წლის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნით წერილის გაგზავნაშიც დაადანაშაულა.
"14 წელია ვუყურებთ, როგორ არის ეს რადიკალური ოპოზიცია, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში და 14 წელი, მე მგონი, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თუ რაღაც დადებითის ჩვენება უნდათ, რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება ჰქონდათ", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად საბოტაჟირების, არჩევნების ბოიკოტირების და შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანის რეჟიმშია.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს სურვილი, რომ ქვეყანა სულ მუდმივად რყევაში იყოს და ბოლოს რევოლუციამდე და უმართავ პროცესებამდე მივიდეს:
"14 წელია ვუყურებთ, როგორ არის ეს რადიკალური ოპოზიცია, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში და 14 წელი, მე მგონი, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თუ რაღაც დადებითის ჩვენება უნდათ, რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება ჰქონდათ.
რომ არ შევეხოთ ისევ იმ 9 წელს, სადაც მე არ მეგულება ამ ქვეყანაში საღად მოაზროვნე ადამიანი, რომლისთვისაც ის არ იყო სისხლიანი რეჟიმი, რაც მე ჩამოვთვალე, ციხეებში რაც ხდებოდა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ტოტალური რეკეტი ბიზნესის, ტელევიზიების მიტაცება და ასე შემდეგ, ძალიან შორს შეგვიძლია წავიდეთ.
ვაკვირდებით, როგორ იქცევიან ისინი ოპოზიციაში - მუდმივ რეჟიმში საბოტაჟირება, მუდმივ რეჟიმში არჩევნების ბოიკოტირება, შემდეგ არგამოყენება მანდატების, შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანა. ანუ სურვილი, რომ ქვეყანა სულ, მუდმივად რყევაში იყოს და ბოლოს რაღაც რევოლუციამდე და უმართავ პროცესებამდე მივიდეს.
როდესაც "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე" ვსაუბრობ და ამ ოთხ ბარიერგადალახულ პარტიაზე, ოთხივე პარტიის ხელმოწერაა, როდესაც მათ წაგებული არჩევნების შემდეგ 2024 წელს, ბრიუსელს მიწერეს წერილი, სადაც იხვეწებიან ქვეყნის დასანქცირებას, რომ შეუჩერონ საქართველოს ყველანაირი დაფინანსება, რომ შეწყდეს ყველანაირი პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ეს ხომ სიჯანსაღე არ არის, ეს ხომ მავნებლობაა, ეს ხომ ქვეყნის მტრობაა, ჩვენ ხომ მუდმივად ამ პროცესებს ვადევნებთ თვალთვალს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ციტატები სტატიიდან
„14 წელია ვუყურებთ, როგორ არის ეს რადიკალური ოპოზიცია, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში და 14 წელი, მე მგონი, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თუ რაღაც დადებითის ჩვენება უნდათ, რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება ჰქონდათ“
„ვსაუბრობ და ამ ოთხ ბარიერგადალახულ პარტიაზე, ოთხივე პარტიის ხელმოწერაა, როდესაც მათ წაგებული არჩევნების შემდეგ 2024 წელს, ბრიუსელს მიწერეს წერილი, სადაც იხვეწებიან ქვეყნის დასანქცირებას, რომ შეუჩერონ საქართველოს ყველანაირი დაფინანსება, რომ შეწყდეს ყველანაირი პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ეს ხომ სიჯანსაღე არ არის, ეს ხომ მავნებლობაა, ეს ხომ ქვეყნის მტრობაა, ჩვენ ხომ მუდმივად ამ პროცესებს ვადევნებთ თვალთვალს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…