ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფასდაკლება GFF-ის ოფიციალური კოლექციაზე „ბიბლუსში“ - უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს სკოლაშიც და მოედანზეც

ბიბლუსის ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური კოლექციისა და საქართველოს დროშებზე 24-26 სექტემბერს 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. კოლექცია მოიცავს სასკოლო ზურგჩანთებს, პენლებს, რვეულებსა და წყლის თერმოსებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს 28 სექტემბერს დაგეგმილი საქართველოსა და უკრაინის მატჩისთვის ეროვნული ატრიბუტიკით მოემზადოს.

ფასდაკლება GFF-ის ოფიციალური კოლექციაზე „ბიბლუსში“ - უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს სკოლაშიც და მოედანზეც
ფასდაკლება GFF-ის ოფიციალური კოლექციაზე „ბიბლუსში“ - უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს სკოლაშიც და მოედანზეცინტერპრესნიუსი

სასწავლო წელი უკვე დაიწყო, წინ კი ეროვნული ნაკრების მორიგი მნიშვნელოვანი მატჩია! სულ მალე, საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო ციებ-ცხელება მთელ ქვეყანას მოიცავს.

„ბიბლუსის“ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) ოფიციალური პრინტითა და ვიზუალით გაფორმებული ექსკლუზიური სასკოლო ნივთები დაგხვდებათ. PONTO-სა და GFF -ს კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია ყოველ წელს აქტუალური და მოთხოვნადია. 24-26 სექტემბერს კი GFF-ის სრულ კოლექციასა და საქართველოს დროშებზე 30% ფასდაკლება დაგხვდებათ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა 28 სექტემბერს დაგეგმილ საქართველო-უკრაინის თამაშს ეროვნული ატრიბუტიკით დაესწროთ.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ეროვნული ნაკრების სიყვარული ყოველდღიურობაშიც გადმოიტანონ და გამოხატონ.

კოლექციაში შედის:

საქართველოს ნაკრების ზურგჩანთები - ტევადი, გამძლე და კომფორტული მოდელები, ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით;

თემატური პენლები - საკანცელარიო ნივთების შესანახად;

სპეციალური დიზაინის რვეულები, რომლებზეც ქართველი ფეხბურთელების ფოტოებია გამოსახული.

წყლის თერმოსები 3 ფერში.

საქართველოს ნაკრების ზურგჩანთები თავისი პრაქტიკული დიზაინითა და გამძლეობით იდეალურია არა მხოლოდ სკოლის წიგნებისა და რვეულების სატარებლად, არამედ ვარჯიშზე წასასვლელადაც. მასში მარტივად მოათავსებთ სპორტულ ფორმას, ბურთსა თუ წყლის ბოთლს.

ზურგჩანთები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და დიზაინში.

თუ თქვენი შვილი ფეხბურთის გულშემატკივარია, საქართველოს ნაკრების სასკოლო ნივთები შესანიშნავი არჩევანი იქნება.

უგულშემატკივრეთ საქართველოს და ატარეთ თქვენი ქვეყნის სიმბოლიკა სიამაყით.

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
20 სექტემბერს “ბიბლუსში” გადაიხადე თიბისი ბარათით და დაიბრუნე 30%წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები