„სინათლე მედია“ 2026 წლის გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს ფინალისტია
ქართული დამოუკიდებელი მედიების გაერთიანება „სინათლე მედია“ Index on Censorship-ის გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს ფინალისტებს შორის დასახელდა. გამარჯვებულები 19 ნოემბერს ლონდონში გამოვლინდებიან.

მოძრაობა „სინათლე მედია“ 2026 წლის „გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს“ ფინალისტებს შორისაა.
Freedom of Expression Awards – გამოხატვის თავისუფლების ჯილდო გადაეცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტებს, ხელოვანებსა და აქტივისტებს, რომლებიც ცენზურას უპირისპირდებიან და გამოხატვის თავისუფლების უფლებას იცავენ.
„სინათლე მედია“ ამ ჯილდოზე ნომინირებულია ჟურნალისტიკის კატეგორიაში. ასევე, ამ კატეგორიის ფინალისტები არიან Abzas Media (აზერბაიჯანი) და Vorskla (უკრაინა).
ჯილდოს წლევანდელი გამარჯვებულები 19 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს Index on Censorship-ი გასცემს.
„სინათლე მედია“ არის საქართველოს 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანება, რომელშიც შეიქმნა სოლიდარობისა და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად და ცნობილი გახდა სლოგანით – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.
„სინათლე მედია“ პერიოდულად მართავს მხარდამჭერ აქციებსა და ღონისძიებებს დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…