ნინო წილოსანი: ოპოზიციის უგუნურება იმაში გამოიხატება, რომ ჰგონიათ, სადღაც თუ შეიცვალა ხელისუფლება, ეს ავტომატურად მათთვის წყლის გადმოსხმაში აისახება
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის მოლოდინებს უგუნურება უწოდა და განაცხადა, რომ სერბეთის არჩევნების შედეგები მათთვის სასარგებლოდ არ აისახება, რადგან იქ ხელისუფლებაც და ოპონენტებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

მათი [ოპოზიციის] უგუნურება იმაში გამოიხატება, რომ ჰგონიათ, სადღაც თუ შეიცვალა ხელისუფლება, ეს ავტომატურად მათთვის წყლის გადმოსხმაში აისახება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ შეიძლება განვიხილოთ სერბეთის არჩევნები საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ან რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას.
„მათი [ოპოზიციის] უგუნურება იმაში გამოიხატება, რომ ჰგონიათ, სადღაც თუ შეიცვალა ხელისუფლება, ეს ავტომატურად მათთვის წყლის გადმოსხმაში აისახება. წარმოუდგენელია, რომ ასე პრიმიტიულად შეხვდე ამ ყველაფერს. დასაფასებელია სერბი ხალხის არჩევანი, თუმცა ამ ჩვენი აგენტურის და რადიკალების ჟრიამულის საპასუხოდ, მინდა გითხრათ, რომ სერბეთში მმართველ პარტიასაც და ოპონენტებსაც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განმასხვავებელი არაფერი ჰქონდათ. რუსეთთან მიმართებაშიც, მეტ ნაკლებად ერთნაირი პოზიცია აქვთ, რომ ეწინააღმდეგებიან მისთვის სანქციების დაწესებას. ამ არანორმალურებს ამ ყველაფერს ვერ აუხსნი - არიან ჟრიამულში. არ არსებობს „ნაციონალების“ მობრუნება და ამას ყველაზე კარგად ქართველი ხალხი სცემს პასუხს“, - აღნიშნა წილოსანმა.
25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადადგა, გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავდა. მის მთავარ მეტოქეს მოძრაობა „სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“ წარმოადგენდა, რომელიც ფორმალურად სულ რაღაც ერთ თვეზე მეტია, რაც შეიქმნა, თუმცა პრაქტიკულად ქვეყანაში ჯერ კიდევ 2024 წლიდან დაწყებული პროტესტიდან ჩამოყალიბდა.
ციტატები სტატიიდან
„მათი [ოპოზიციის] უგუნურება იმაში გამოიხატება, რომ ჰგონიათ, სადღაც თუ შეიცვალა ხელისუფლება, ეს ავტომატურად მათთვის წყლის გადმოსხმაში აისახება. წარმოუდგენელია, რომ ასე პრიმიტიულად შეხვდე ამ ყველაფერს. დასაფასებელია სერბი ხალხის არჩევანი, თუმცა ამ ჩვენი აგენტურის და რადიკალების ჟრიამულის საპასუხოდ, მინდა გითხრათ, რომ სერბეთში მმართველ პარტიასაც და ოპონენტებსაც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განმასხვავებელი არაფერი ჰქონდათ. რუსეთთან მიმართებაშიც, მეტ ნაკლებად ერთნაირი პოზიცია აქვთ, რომ ეწინააღმდეგებიან მისთვის სანქციების დაწესებას. ამ არანორმალურებს ამ ყველაფერს ვერ აუხსნი - არიან ჟრიამულში. არ არსებობს „ნაციონალების“ მობრუნება და ამას ყველაზე კარგად ქართველი ხალხი სცემს პასუხს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…