ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩვენ არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები" - ლევან გოგიჩაიშვილი

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობა

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, მაგრამ შექმნილი რეალობის გამო საპარლამენტო მანდატებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს.

"ჩვენ არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები" - ლევან გოგიჩაიშვილი
"ჩვენ არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები" - ლევან გოგიჩაიშვილირუსთავი 2

არჩილ გორდულაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ გახარიას გუნდმა საპარლამენტო მანდატების გამოყენების ერთ-ერთ მიზეზად 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა დაასახელა, ოპოზიციური პარტიის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები მოყვა.

გახარიას პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც პარტიის წევრები 4 ოქტომბრის მოვლენებს აკრიტიკებენ, თუმცა არქივი, ასევე, ინახავს გახარიას და მისი თანაგუნდელების არაერთ განცხადებას, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ არანაირი ლეგიტიმაცია "ქართული ოცნების" პარლამენტს არ აქვს და არც მომავალში ექნება. ამ განცხადებების მიუხედავად, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მათი პოლიტიკური გუნდი მიმდინარე პარლამენტის ლეგიტიმაციას არც ახლა აღიარებს, თუმცა ისინი არსებულ რეალობას აცნობიერებენ და საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები.

4 ოქტომბერმა გაუხსნა "ქართულ ოცნებას" გზა, რომ დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისი. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალურ მოძრაობის" ერთად დაგეგმილ პროვოკაციას, რომელსაც დაერქვა "მშვიდობიანი დამხობა," ამის შემდგომ უბრალოდ მანდატების არგამოყენებას აღარ ჰქონდა აზრი. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მანდატები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რასაც იძლევა პარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობა", - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები. 4 ოქტომბერმა გაუხსნა "ქართულ ოცნებას" გზა, რომ დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისი. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალურ მოძრაობის" ერთად დაგეგმილ პროვოკაციას, რომელსაც დაერქვა "მშვიდობიანი დამხობა," ამის შემდგომ უბრალოდ მანდატების არგამოყენებას აღარ ჰქონდა აზრი. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მანდატები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რასაც იძლევა პარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობა“
ლევან გოგიჩაიშვილი
„ამის შემდგომ უბრალოდ მანდატების არგამოყენებას აღარ ჰქონდა აზრი. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მანდატები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რასაც იძლევა პარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობა“
ლევან გოგიჩაიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: „გახარიას“ დღემდე არ აქვს აღიარებული საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია. იქ სხედან, ხელფასსაც იღებენ, დაფინანსებასაც იღებენ პარტიულსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები