ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ომბუდსმენის აპარატი – სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაზე

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 დაწესებულებაში სავარაუდო ძალადობის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციიდან პროკურატურას გადაეცა, და გამოძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებას ითხოვს.

ომბუდსმენის აპარატი – სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაზე
ომბუდსმენის აპარატი – სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაზეპირველი არხი

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„აღნიშნულის თაობაზე 2026 წლის 26 ოქტომბერს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გახდა ცნობილი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2026 წლის 22 ოქტომბერს საჯაროდ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა საქმის გამოძიება პროკურატურის ორგანოებისთვის დაექვემდებარებინა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის.

გარდა ამისა, 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობითაც მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მიაწოდა ძმებთან, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდნენ და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობაზე მიუთითებდნენ.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს გამოძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნულის თაობაზე 2026 წლის 26 ოქტომბერს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გახდა ცნობილი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2026 წლის 22 ოქტომბერს საჯაროდ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა საქმის გამოძიება პროკურატურის ორგანოებისთვის დაექვემდებარებინა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის. გარდა ამისა, 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობითაც მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მიაწოდა ძმებთან, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდნენ და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობაზე მიუთითებდნენ. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს გამოძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილმა რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი თქვა – ომბუდსმენიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები