რომელ პარტიას რას ედავება "ოცნება"? - გორდულაძის სიტყვა სასამართლოზე
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოითხოვა და ისინი კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობებში, ხელისუფლების არალეგიტიმურად ცნობასა და ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარის - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წარმომადგენელს არჩილ გორდულაძეს მოუსმინეს.
გორდულაძემ ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების საქმიანობა გაიხსენა და ჩამოთვალა, რომელ პარტიას რას ედავებიან.
რას ედავება ოცნება ენმ-ს, კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროას და ფედერალისტებს?
გორდულაძის თქმით, სარჩელში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას და ფედერალისტების პარტიას ედავებიან კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობების მხარდაჭერას, 2004–2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან გაუმიჯნაობას, არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და რუსეთთან საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობას. ეს მოსარჩელეების ბრალდებებია და არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები.
რას ედავება "ოცნება" "ძლიერ საქართველოს - ლელოს"?
ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ გუნდს ქართული ოცნება ედავება "არჩევნებით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას", 2022 წელს ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობის მხარდაჭერას, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებისგან გაუმიჯნაობასა და 2019–2025 წლებში კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობების მხარდაჭერას".
ბრალდებები გახარიას და მის გუნდს:
არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ ექს-პრემიერს ედავებიან 2021 წელს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული მოვლენებისგან გაუმიჯნაობას, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებებისგან გამიჯვნის არარსებობას, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მხარდაჭერას, საპროტესტო აქციების დროს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობების მხარდაჭერას, უცხოური ძალებისთვის ხელის შეწყობასა და ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებით გამოწვეული, მოსარჩელეთა შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობისთვის საზიანო შედეგების მხარდაჭერას. ეს მოსარჩელეების ბრალდებებია და არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები.
„აქ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები 2012 წლის შემდეგ ერთობლივად და ცალ-ცალკე უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ, ამ ქმედებების უშუალოდ ჩადენის გამო, ყველა პარტია, რა თქმა უნდა, ასაკრძალია. ამასთანავე, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომლის ლიდერები 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იყვნენ, მართალია, 2003 -2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის უშუალო მონაწილეები ვერ იქნებიან, თუმცა 2012 წლის შემდეგ შექმნილი ეს პოლიტიკური პარტიები 2033-2012 წლამდე პერიოდში არაადამიანური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემატურ და სისტემურ დანაშაულს არ ემიჯნებიან. არა თუ არ ემიჯნებიან, არამედ კოალიციაშიც კი შედიან იმ რეჟიმის შემქმნელებთან, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ. აღნიშნული ცალსახად ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები ეთანხმებიან იმ პერიოდში მოქმედი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი მხრიდან იმავეს განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, სწორედ ამგვარ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები ამ სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გამოც უნდა აიკრძალონ. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია არაერთი არაკონსტიტუციური ქმედება, რომელსაც ერთი განზრახვით მოქმედი სხვადასხვა ე.წ. პარტია ან ერთად ჩადიან ან ცალ-ცალკე, მაგრამ თითოეული ეს ფაქტი ყველა პარტიას მიემართება. წარმოდგენილი ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის, ეს არის გადაწყვეტილება მათ შორის იმაზე, დავუშვებთ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოქმედებებში, მომავალშიც გაგრძელდეს. წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ!“- განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„აქ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები 2012 წლის შემდეგ ერთობლივად და ცალ-ცალკე უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ, ამ ქმედებების უშუალოდ ჩადენის გამო, ყველა პარტია, რა თქმა უნდა, ასაკრძალია. ამასთანავე, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომლის ლიდერები 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იყვნენ, მართალია, 2003 -2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის უშუალო მონაწილეები ვერ იქნებიან, თუმცა 2012 წლის შემდეგ შექმნილი ეს პოლიტიკური პარტიები 2033-2012 წლამდე პერიოდში არაადამიანური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემატურ და სისტემურ დანაშაულს არ ემიჯნებიან. არა თუ არ ემიჯნებიან, არამედ კოალიციაშიც კი შედიან იმ რეჟიმის შემქმნელებთან, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ. აღნიშნული ცალსახად ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები ეთანხმებიან იმ პერიოდში მოქმედი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი მხრიდან იმავეს განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, სწორედ ამგვარ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები ამ სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გამოც უნდა აიკრძალონ. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია არაერთი არაკონსტიტუციური ქმედება, რომელსაც ერთი განზრახვით მოქმედი სხვადასხვა ე.წ. პარტია ან ერთად ჩადიან ან ცალ-ცალკე, მაგრამ თითოეული ეს ფაქტი ყველა პარტიას მიემართება. წარმოდგენილი ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის, ეს არის გადაწყვეტილება მათ შორის იმაზე, დავუშვებთ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოქმედებებში, მომავალშიც გაგრძელდეს. წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…