მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმზე“ გამოსვლისას: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა და არსებული მდგომარეობის რეალისტური შეფასება. საქართველოს მიზანია ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს. რადგან ჩვენ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი არ ვართ, დამოუკიდებლად უნდა ვიმოქმედოთ
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა და რეალისტური შეფასება სჭირდება. მისი თქმით, რადგან ქვეყანა არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრია, ის დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს და უპირველესად სტაბილურობა შეინარჩუნოს.

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა და რეალური შეფასება.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მიზანია სტაბილურობის შენარჩუნება.
„ვითარება საკმაოდ რთულია და უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვჭირდება ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა და არსებული მდგომარეობის რეალისტური შეფასება. საქართველოს მიზანია ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს. რადგან ჩვენ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი არ ვართ, დამოუკიდებლად უნდა ვიმოქმედოთ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი გამოწვევები გაიზარდა და ჩვენი პოზიცია უფრო მკაფიოა. ქვეყნის დასაცავად კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. საქართველოს ერთადერთი მიზანია შეინარჩუნოს სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია. გვსურს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა აქვს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ინფრასტრუქტურაზე, სოციალურ პოლიტიკაზე და ყველაფერზე, რაც საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს და ევროპული ინტეგრაციისთვის მყარს საფუძველს შეუქმნის, რადგან საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი და ეს ერთ დღეში არ ხდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ვითარება საკმაოდ რთულია და უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვჭირდება ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა და არსებული მდგომარეობის რეალისტური შეფასება. საქართველოს მიზანია ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს. რადგან ჩვენ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი არ ვართ, დამოუკიდებლად უნდა ვიმოქმედოთ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი გამოწვევები გაიზარდა და ჩვენი პოზიცია უფრო მკაფიოა. ქვეყნის დასაცავად კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. საქართველოს ერთადერთი მიზანია შეინარჩუნოს სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია. გვსურს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა აქვს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ინფრასტრუქტურაზე, სოციალურ პოლიტიკაზე და ყველაფერზე, რაც საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს და ევროპული ინტეგრაციისთვის მყარს საფუძველს შეუქმნის, რადგან საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი და ეს ერთ დღეში არ ხდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…