ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

საკონსტიტუციო სასამართლო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა: იძულებითი მკურნალობის საფუძვლებს ორ თვეში ერთხელ სპეციალური კომისია გადაამოწმებს, ხოლო ყოველ 6 თვეში ერთხელ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას სასამართლო გადახედავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილარუსთავი 2

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა წარადგინა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან ორ თვეში ერთხელ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იხილავს და არკვევს ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რითაც მოხდა მკურნალობის დანიშვნა.

კანონპროექტით, კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით.

ამასთანავე, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის სასამართლოს და სასამართლო იხილავს ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც შეეფარდა მკურნალობა.

კანონპროექტის გარდამავალი დებულების თანახმად, განხილული ცვლილებები ყველა იმ პაციენტზე გავრცელდება, ვინც ამჟამად მკურნალობის პროცესს გადის.

ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების კანონმდებლობაში ასახვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები