ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: “სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს”

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, საქართველოში სერბული სცენარის გადმოტანა შეუძლებელია, რადგან არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა და ძველი ოპოზიციური ფიგურებისგან დისტანცირება განაპირობებს.

გია აბაშიძე: “სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს”
გია აბაშიძე: “სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს”POSTV

“სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს. სხვისი გამოცდილების გამეორება ადვილია, გამარჯვების საფუძვლების შექმნა კი — გაცილებით რთული”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„სერბეთში 25 ოქტომბრის ვადამდელ არჩევნებში „სტუდენტურმა სიამ“ ალექსანდარ ვუჩიჩისა და მისი მმართველი პარტიის 14-წლიანი მმართველობა დაასრულა.

მოძრაობა თითქმის ორწლიანი ანტიკორუფციული პროტესტის შედეგად გაძლიერდა: უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეჩერებიდან საარჩევნო ბრძოლამდე მივიდა, გამოცდილი და ავტორიტეტული ფიგურები გააერთიანა. მისი მნიშვნელოვანი საყრდენი ათობით ათასი მოქალაქის შემოწირულობა იყო და არა ძველი ოპოზიციური პარტიების ფინანსური დახმარება.

შესაძლებელია თუ არა მსგავსი სცენარი საქართველოში?

ამისთვის საარჩევნო სიაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც მისი განშტოებების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ. მაგრამ კოლექტიური „ნაცები“ ამას არ დათანხმდებიან.

დრომოჭმული ოპოზიციური ძალები ახალ მოძრაობას ფულს არ მისცემენ, ნაცავაზაკების ტელევიზიები კი კონსტრუქციულ ოპოზიციონერებს ეთერს არ უთმობენ, თუ ისინი ეპატაჟური რადიკალიზმითა და უტვინობით არ გამოირჩევიან. რეგიონებში კი მათ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები, ამ ეტაპზე, არ ჰყავთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: საქართველოს ხელისუფლების მიმართ კორუფციული ბრალდებები სერბეთის მაღალჩინოსნების შემთხვევასთან პარალელს ვერ ქმნის, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ყოფილ ტოპ ჩინოსნებთან დაკავშირებით მოხდა და რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები კვლავ გრძელდება. ამ გარემოების უგულებელყოფით სერბული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა შეუძლებელია.

„სტუდენტები“ პირობითად ვახსენე — საუბარია საღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალებზე, რომლებსაც, ნაცპარტიების აკრძალვის შემდეგ, ოპოზიციურ ველზე ფართო ასპარეზი დაეთმობათ.

პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია არ უნდა იყოს შეპყრობილი იდეაფიქსით, რომ 2028 წელს ან ყველაფერი უნდა მიიღოს, ან – არაფერი. მმართველი პარტიის დასუსტებას თუ შეცვლას სჭირდება რეალისტური, თანმიმდევრული, აწონ-დაწონილი ქმედებები და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და არა იაფფასიანი, ბოროტი, საცირკო რადიკალური ნომრები, რომლებსაც ახლა მანქურთების სიბრტყეში ვხედავთ.

სხვისი სცენარის გამეორებაზე ოცნება ადვილია. პრაგმატული პოლიტიკოსი გამარჯვების საფუძვლებს ქმნის, რევანშისტი კი წარსულშია ჩარჩენილი, ძველი ანგარიშების გასწორებით არის შეპყრობილი და მუდმივად პოლიტიკურ ჩიხში ტრიალებს”, – წერს აბაშიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს. სხვისი გამოცდილების გამეორება ადვილია, გამარჯვების საფუძვლების შექმნა კი — გაცილებით რთული“
გია აბაშიძე
„ალექსანდარ ვუჩიჩისა და მისი მმართველი პარტიის 14-წლიანი მმართველობა დაასრულა. მოძრაობა თითქმის ორწლიანი ანტიკორუფციული პროტესტის შედეგად გაძლიერდა: უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეჩერებიდან საარჩევნო ბრძოლამდე მივიდა, გამოცდილი და ავტორიტეტული ფიგურები გააერთიანა. მისი მნიშვნელოვანი საყრდენი ათობით ათასი მოქალაქის შემოწირულობა იყო და არა ძველი ოპოზიციური პარტიების ფინანსური დახმარება. შესაძლებელია თუ არა მსგავსი სცენარი საქართველოში? ამისთვის საარჩევნო სიაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც მისი განშტოებების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ. მაგრამ კოლექტიური „ნაცები“ ამას არ დათანხმდებიან. დრომოჭმული ოპოზიციური ძალები ახალ მოძრაობას ფულს არ მისცემენ, ნაცავაზაკების ტელევიზიები კი კონსტრუქციულ ოპოზიციონერებს ეთერს არ უთმობენ, თუ ისინი ეპატაჟური რადიკალიზმითა და უტვინობით არ გამოირჩევიან. რეგიონებში კი მათ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები, ამ ეტაპზე, არ ჰყავთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: საქართველოს ხელისუფლების მიმართ კორუფციული ბრალდებები სერბეთის მაღალჩინოსნების შემთხვევასთან პარალელს ვერ ქმნის, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ყოფილ ტოპ ჩინოსნებთან დაკავშირებით მოხდა და რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები კვლავ გრძელდება. ამ გარემოების უგულებელყოფით სერბული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა შეუძლებელია. „სტუდენტები“ პირობითად ვახსენე — საუბარია საღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალებზე, რომლებსაც, ნაცპარტიების აკრძალვის შემდეგ, ოპოზიციურ ველზე ფართო ასპარეზი დაეთმობათ. პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია არ უნდა იყოს შეპყრობილი იდეაფიქსით, რომ 2028 წელს ან ყველაფერი უნდა მიიღოს, ან – არაფერი. მმართველი პარტიის დასუსტებას თუ შეცვლას სჭირდება რეალისტური, თანმიმდევრული, აწონ-დაწონილი ქმედებები და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და არა იაფფასიანი, ბოროტი, საცირკო რადიკალური ნომრები, რომლებსაც ახლა მანქურთების სიბრტყეში ვხედავთ. სხვისი სცენარის გამეორებაზე ოცნება ადვილია. პრაგმატული პოლიტიკოსი გამარჯვების საფუძვლებს ქმნის, რევანშისტი კი წარსულშია ჩარჩენილი, ძველი ანგარიშების გასწორებით არის შეპყრობილი და მუდმივად პოლიტიკურ ჩიხში ტრიალებს“
გია აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას- ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია- არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები