რას ითხოვენ ბობოყვათში, მაგისტრალთან მცხოვრები მოქალაქეები – აქცია
ბობოყვათში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე აქცია გამართეს და ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისგან საცხოვრისით უზრუნველყოფა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მამა-პაპისეული მიწების დაკანონებაზე უარი ეთქვათ და ფართობი ბიზნესის ხელში გადავიდა, რომელიც მშენებლობას გეგმავს.

ქობულეთში, თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე, ბობოყვათში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მამა-პაპისეული მიწების დაკანონებაზე მთავრობამ მათ უარი უთხრა და მიწა ბიზნესის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ბობოყვათში მრავალსართულიან კორპუსის აშენებას გეგმავს.
აქცია 25 ოქტომბერს გაიმართა.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს სთხოვენ ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფას. მათი აზრით, ბიზნესმენმა უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობენ, რომ მშენებლობას ხელს შეუშლიან.
აქციაზე გამოსული მოქალაქეების თქმით, მათ აქვთ გარკვეული დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ მიწის სადავო ნაკვეთი მათ მამა-პაპას ეკუთვნოდა, თუმცა ამ დრომდე მათ არ აქვთ სასამართლო დავა მოგებული.
„ბრძოლას შედეგამდე მივიყვანთ, კარვებს გავშლით, აქვე ვცხოვრობთ,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ აქცია ბათუმში გადმოინაცვლებს, თუ ხალხის მოთხოვნა არ შესრულდა.
ციტატები სტატიიდან
„ბრძოლას შედეგამდე მივიყვანთ, კარვებს გავშლით, აქვე ვცხოვრობთ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…