ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართვრლიშვილი: “როდესაც რამდენიმე კვირის მზადების შემდეგ მასშტაბურ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მოდის, ეს უბრალოდ მობილიზაციის წარუმატებლობა აღარ არის. ეს იმის საჯარო დემონსტრირებაა, თუ რამხელა უფსკრულია პოლიტიკური განცხადებების ხმამაღალ ტონსა და საზოგადოების რეალურ განწყობას შორის”

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრ დავით ქართველიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული მარში ჩავარდა და კვირების განმავლობაში მზადების მიუხედავად, თბილისში გამართულ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა.

დავით ქართვრლიშვილი: “როდესაც რამდენიმე კვირის მზადების შემდეგ მასშტაბურ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მოდის, ეს უბრალოდ მობილიზაციის წარუმატებლობა აღარ არის. ეს იმის საჯარო დემონსტრირებაა, თუ რამხელა უფსკრულია პოლიტიკური განცხადებების ხმამაღალ ტონსა და საზოგადოების რეალურ განწყობას შორის”
დავით ქართვრლიშვილი: “როდესაც რამდენიმე კვირის მზადების შემდეგ მასშტაბურ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მოდის, ეს უბრალოდ მობილიზაციის წარუმატებლობა აღარ არის. ეს იმის საჯარო დემონსტრირებაა, თუ რამხელა უფსკრულია პოლიტიკური განცხადებების ხმამაღალ ტონსა და საზოგადოების რეალურ განწყობას შორის”POSTV

“წინასწარ დაანონსებული გრანდიოზული მარში მორიგი გრანდიოზული მარცხით დასრულდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას მორიგ ისტორიულ მოვლენას უმზადებდა ლოზუნგით: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – დაპირებები, ხმამაღალი განცხადებები, მცდელობა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ქვეყანა ქუჩაში გამოსასვლელად და მოქმედი ხელისუფლების დასამხობად ემზადებოდა. და რა მიიიღეს საბოლოოდ? თბილისში რამდენიმე ასეული მონაწილე, თანაც ისეთ ამინდში, რომელიც აქციის გამოტოვების არანაირ გამართლებას არ ტოვებდა: არც წვიმა, არც სიცივე, არც სტიქიური უბედურება – გამოდით და აჩვენეთ თქვენი პოლიტიკური სიმტკიცე! ვერც ორგანიზატორების მხრიდან არმომსვლელთა მისამართით დედის გინებამ იმოქმედა. ყველამ შეურაცხყოფილი დედების რძესავით სიამოვნებით შეირგო იგი და მაინც არ მოვიდა”, – წერს პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

“მაგრამ, როგორც შედეგმა აჩვენა, ორგანიზატორებს მხარდამჭერებზე გაცილებით მეტი ამბიცია აღმოაჩნდათ. როდესაც რამდენიმე კვირის მზადების შემდეგ მასშტაბურ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მოდის, ეს უბრალოდ მობილიზაციის წარუმატებლობა აღარ არის. ეს იმის საჯარო დემონსტრირებაა, თუ რამხელა უფსკრულია პოლიტიკური განცხადებების ხმამაღალ ტონსა და საზოგადოების რეალურ განწყობას შორის.

განსაკუთრებულ ირონიას ამ აქციის “საკადრო საკითხი” იმსახურებს. როდესაც პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ქვეყნის მხსნელის როლზე აცხადებს პრეტენზიას, იძულებულია, სულ უფრო ვიწრო “თემატურ” წრეზე დადოს ფსონი, ეს მისი საკადრო და საარჩევნო რესურსის სერიოზულ გამოფიტვაზე მეტყველებს. ნიკა გვარამიას აქციის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად წარმოჩენა დამატებითი საბაბი გახდა იმის განსახილველად, თუ საით მიემართება საპროტესტო გარემო.

თუმცა ეს პოლიტიკური უსუსურობა კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრებით, მისი გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციითა თუ თვითიდენტიფიკაციის უუნარობით კი არა, მოქალაქეების მოზიდვისა და საზოგადოებისთვის გასაგები პროგრამის შეთავაზების უნარით უნდა შეფასდეს. სწორედ აქ აქვთ რადიკალებს რეალური პრობლემები: ფართო საზოგადოებრივი კოალიციის ნაცვლად – აქტივისტთა ჩაკეტილი წრე; დამაჯერებელი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად – ლოზუნგები, რომლებმაც დიდი ხანია, შთაბეჭდილების მოხდენის რესურსი დაკარგა. თუ ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ აქციის ხმამაღალი სახელწოდება მასობრივი მხარდაჭერის არარსებობას ჩაანაცვლებდა, გუშინდელი შედეგი მათთვის საკმაოდ თვალსაჩინო გაკვეთილი აღმოჩნდა.

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო, ალბათ, ის კი არ არის, ვინ გამოვიდა ქუჩაში, არამედ ის, ვინ არ გამოვიდა. აქციის მონაწილე რამდენიმე ასეული ადამიანი არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ყველა მოწინააღმდეგის ზუსტ აღრიცხვას და არც კონკრეტული პარტიების საარჩევნო მხარდაჭერის საზომია. მაგრამ ეს საკმაოდ საჩვენებელი შედეგია იმ მობილიზაციის კამპანიისა, რომელსაც ორგანიზატორები წინასწარ მასშტაბურ პოლიტიკურ მოვლენად წარმოაჩენდნენ.

დანარჩენი საქართველო ვალდებული არ არის, ყოველ ჯერზე მიატოვოს თავისი საქმეები რადიკალი ლიდერების მორიგი მოწოდების გამო. ადამიანებს აქვთ სამსახური, ოჯახი, ყოველდღიური საზრუნავი და, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას იმსახურებს მათი დრო.

მოქალაქეებს უფლება აქვთ, იკითხონ: კონკრეტულად რას ან ვის გვთავაზობენ სანაცვლოდ? ლგბტქ-თემს და მათ ლიდერებს?

ასეთ კითხვებზე მეგაფონების ხმა პასუხს ვერ იძლევა. დამაჯერებელი პასუხების არარსებობას კი ყველაზე ხელსაყრელი ამინდიც ვერ ანაზღაურებს. სწორედ აქ შეიძლება რადიკალური მოძრაობა საკუთარ მახეში გაებას. შვიდასი დღეა, მისი წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყანაში უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის განცდა წარმოაჩინონ, თითქოს ქუჩის აქციების ხანგრძლივობა მათ მონაწილეებს ავტომატურად უმრავლესობის წარმომადგენლებად აქცევდეს. მაგრამ შვიდასი დღე აქტიურობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს შვიდასი დღის განმავლობაში მხარდაჭერის ზრდას. შეიძლება ყოველდღე გახვიდე ქუჩაში, უსასრულოდ იმეორო ერთი და იგივე ლოზუნგი, იმღერო “ოლე-ოლე” და საბოლოო ჯამში სხვისთვის განკუთვნილი დედის გინება – შენვე მიიწერო ზარზეიმით და გაუკუღმართებული სექსუალური სიამოვნებით.

თუმცა საზოგადოება ვალდებული არ არის, ამ პოლიტიკურ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღოს. ევროპულ დედაქალაქებში მიმდინარე სკანდალების, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ნდობის კრიზისის ფონზე, ქართველი რადიკალი “შიგ ევროპელებისთვის” სულ უფრო რთული ხდება საკუთარი დღის წესრიგის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად გასაღება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამაჯერებელი ალტერნატივის ნაცვლად, ისინი კვლავ მორიგ მსვლელობას გვთავაზობენ – გაბერილი მოლოდინებითა და მოკრძალებული შედეგით.

გუშინდელმა აქციამ არ დაამტკიცა, რომ საქართველოში ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები არ არსებობენ. მან სხვა რამ აჩვენა: რადიკალების უნარი, არსებული უკმაყოფილება მასობრივ პოლიტიკურ მობილიზაციად აქციონ – სულაც არ არის შეუზღუდავი. და თუ რამდენიმეკვირიანი მზადება მხოლოდ რამდენიმე ასეულ მონაწილეს იძლევა, ახლა მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რამდენი ადამიანი გამოვა შემდეგ მსვლელობაზე 28 ნოემბერს, არამედ ის, კიდევ რამდენჯერ შეძლებენ ორგანიზატორები საკუთარი მარცხის ისტორიულ გამარჯვებად გამოცხადებას”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით ქართველიშვილი: როდესაც რამდენიმე კვირიანი მზადების შემდეგ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოდის, ეს მობილიზაციის წარუმატებლობა აღარ არის, ეს იმის დემონსტრირებაა, თუ რამხელა უფსკრულია პოლიტიკური განცხადებების ტონსა და საზოგადოების განწყობას შორის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წინასწარ დაანონსებული გრანდიოზული მარში მორიგი გრანდიოზული მარცხით დასრულდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას მორიგ ისტორიულ მოვლენას უმზადებდა ლოზუნგით: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – დაპირებები, ხმამაღალი განცხადებები, მცდელობა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ქვეყანა ქუჩაში გამოსასვლელად და მოქმედი ხელისუფლების დასამხობად ემზადებოდა. და რა მიიიღეს საბოლოოდ? თბილისში რამდენიმე ასეული მონაწილე, თანაც ისეთ ამინდში, რომელიც აქციის გამოტოვების არანაირ გამართლებას არ ტოვებდა: არც წვიმა, არც სიცივე, არც სტიქიური უბედურება – გამოდით და აჩვენეთ თქვენი პოლიტიკური სიმტკიცე! ვერც ორგანიზატორების მხრიდან არმომსვლელთა მისამართით დედის გინებამ იმოქმედა. ყველამ შეურაცხყოფილი დედების რძესავით სიამოვნებით შეირგო იგი და მაინც არ მოვიდა“
დავით ქართველიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: „როდესაც ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლის საიუბილეო თარიღისთვის ემზადება, სახელმწიფო დღისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები