ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონის ფარგლებში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, მორიგი სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება
30 ოქტომბერს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში კონცერტი გაიმართება, რომელსაც გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს, სოლისტი კი მევიოლინე იაკუბ იაკოვიჩი იქნება.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე (ასმეერთე) საკონცერტო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, მორიგ სიმფონიური მუსიკის კონცერტს წარმოგიდგენთ.
30 ოქტომბერს ორკესტრს პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს. სოლისტი - მსოფლიო სცენების გამორჩეული მევიოლინე იაკუბ იაკოვიჩი.
შესრულდება კამილ სენ-სანსის სავიოლინო კონცერტი N3 და სერგეი რახმანინოვის მეორე სიმფონია. 101-ე საკონცერტო სეზონი 2 ოქტომბერს კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით გაიხსნა და სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ვალერი სოკოლოვი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…